golden brand
ავერსი ნემო

 საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია „საქკაბელი“ საექსპორტო არეალს აფართოებს. ამჯერად კომპანიამ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი სლოვაკეთში განახორციელა, რაც ევროპულ ბაზარზე „საქკაბელის“ საექსპორტო ქსელის გაფართოების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

აღნიშნულ საექსპორტო ტრანზაქციას წინ უძღვოდა „საქკაბელის“ მიერ საწარმოო ხაზის გაფართოება - კომპანიამ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი, სექტორული ტიპის კაბელები წარუდგინა, რომელიც დღეს უკვე აქტიურად მიეწოდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის სლოვაკეთს.

„სლოვაკეთში განხორციელებული საექსპორტო ტრანზაქცია მოიცავდა სექტორულ კაბელებს, რომელიც სრულიად ახალი პროდუქტია ქართული ბაზრისთვის. აღნიშნული ტიპის კაბელის წარმოება მოითხოვდა ფართომასშტაბიან ტესტირებას, მაღალ ტექნიკურ ცოდნასა და მნიშვნელოვან ძალისხმევას. გვეამაყება, რომ „საქკაბელის“ საწარმოში, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით დამზადებული ეს ინოვაციური პროდუქტი უკვე წარმატებით ექსპორტირდება ევროკავშირის ბაზარზე. სლოვაკეთში განხორციელებული საექსპორტო ტრანზაქცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია „საქკაბელის“ უწყვეტი განვითარების გზაზე და მეტად აძლიერებს „საქკაბელის“ პოზიციებს ევროპულ ბაზარზე. გვეამაყება, ჩვენი საქმიანობით არამხოლოდ ადგილობრივი საკაბელო ინდუსტრიის განვითარებას შევუწყოთ ხელი, არამედ წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაში“, - „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება „საქკაბელის“ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია აგრძელებს ახალი ბაზრების ათვისებას და მიზნად ისახავს, საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქცია კიდევ უფრო ცნობადი გახადოს მსოფლიოს მასშტაბით.

ინფორმაციისთვის: „საქკაბელი“ ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წელს, კომპანიის პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მოგვიანებით კი ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამოჩნდა „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67-ე წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

(R)

86