gorgia
ავერსი legi

საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერმა კომპანია „საქკაბელმა“ ახალი ლოიალობის პროგრამა წარადგინა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თითოეული შენაძენი დამატებით სარგებლად გარდაქმნას.

პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელი შეძლებს „საქკაბელის“ მაღაზიათა ქსელში დააგროვოს, გახარჯოს და გაანაღდოს ქულები. ასევე, ისარგებლოს მასზე მორგებული სპეციალური შეთავაზებებით.

ბონუს ქულები 5,000-მდე დასახელების პროდუქტზე, შემდეგი პრინციპით გროვდება:

  • „საქკაბელის“ მიერ წარმოებული საკაბელო პროდუქცია – გადახდილი თანხის 3%
  • Schneider Electric-ის ბრენდის პროდუქცია – გადახდილი თანხის 10%
  • სხვა არასაკაბელო პროდუქცია – გადახდილი თანხის 5%

პროგრამის ფარგლებში 1 ქულა = 1 ლარს.

"ლოიალობის პროგრამაზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სისტემა, რომელიც იქნებოდა მარტივი, გამჭვირვალე და მომხმარებლისთვის ღირებული. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შემუშავდა ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თითოეული შენაძენი ხელშესახებ სარგებლად გარდაიქმნება. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციასთან ერთად, ამიერიდან მის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები და დამატებითი სარგებელი შევთავაზოთ", - ნუცა სამხარაძე, „საქკაბელის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ლოიალობის ბარათის აღება შესაძლებელია „საქკაბელის“ ფილიალებში საქართველოს მასშტაბით: https://shorturl.at/pspay

პროგრამის სრული პირობები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/1GS5e

„საქკაბელის“ შესახებ:

1958 წლიდან, "საქკაბელი" ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას იკავებს და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა პროდუქტებს სთავაზობს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამზადებული "საქკაბელის" საკაბელო პროდუქციის ექსპორტი 2010 წლიდან ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია დღეს 3 კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოიხმარება. 2013 წლიდან, “საქკაბელი” ფრანგული ბრენდის, Schneider Electric-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და საკუთარ პორტფელში მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის ელექტო ფურნიტურას, ავტომატურ ამომრთველებსა და სხვა ელექტრო აქსესუარებს აერთიანებს.

517