gorgia
ავერსი legi

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში სატაცურის იმპორტი წლიურად 26%-ით შემცირდა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 16.9 ათასი დოლარის ღირებულების 1.3 ტონა სატაცური შემოვიდა, ხოლო 2026 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულია 12.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.9 ტონა სატაცური.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში სატაცურის იმპორტი 6.9%-ით გაძვირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 1 კგ სატაცურის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 13.9 დოლარი გახდა, შარშან იმავე პერიოდში კი ფასი 13 დოლარს შეადგენდა.

ისრაელიდან იმპორტირებული სატაცურის ფასი დაახლოებით 17 დოლარია
2026 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველომ სატაცური მხოლოდ ორი ქვეყნიდან, ნიდერლანდებიდან და ისრაელიდან, შეიძინა. ამ პერიოდში იმპორტში ნიდერლანდების წილი 86.4%-ს შეადგენდა, ხოლო ისრაელის - 13.6%-ს.

უფრო დეტალურად, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ნიდერლანდებიდან 10.8 ათასი დოლარის ღირებულების 0.8 ტონა სატაცური შემოვიდა, 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი კი გადასახადების გარეშე 13.5 დოლარს შეადგენდა.

ამავე პერიოდში ისრაელიდან იმპორტირებულია 1.7 ათასი დოლარის ღირებულების 0.1 ტონა სატაცური, სადაც საშუალო საიმპორტო ფასი დაახლოებით 17 დოლარი იყო.

171