2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ხორცისა და ხორცის სუბპროდუქტების იმპორტი წლიურად 22%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებულია 123.766 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში 101.355 მლნ დოლარის ღირებულების ხორცი და სუბპროდუქტები.
აღსანიშნავია, რომ წელს იანვარ-ივნისის ჭრილში ქვეყანაში ხორცისა და სუბპროდუქტების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. (ავტორის შენიშვნა: „საქსტატზე“ მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).
სად ვყიდულობთ ღორის, ქათმის, საქონლის, ცხვრისა და თხის ხორცსა და სუბპროდუქტებს
რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია ბრაზილიიდან შემოვიდა. კერძოდ, ამ ქვეყნის წილი ხორცისა და ხორცის სუბპროდუქტების იმპორტში 40.6%-ს შეადგენს.
10 ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების ხორცი და სუბპროდუქტები შემოვიდა, ასე გამოიყურებოდა:
ბრაზილია - 50.197 მლნ აშშ დოლარის;
უკრაინა - 18.969 მლნ აშშ დოლარის;
ჩინეთი - 18.654 მლნ აშშ დოლარის;
აშშ - 6.325 მლნ აშშ დოლარის;
ნიდერლანდები - 4.842 მლნ აშშ დოლარის;
რუსეთი - 4.582 მლნ აშშ დოლარის;
თურქეთი - 4.221 მლნ აშშ დოლარის;
ბელარუსი - 3.835 მლნ აშშ დოლარის;
ესპანეთი - 1.874 მლნ აშშ დოლარის;
იტალია - 1.515 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტირებული პროდუქციის სახეობებს, 2026 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი წილი შინაური ფრინველის ხორცსა და სუბპროდუქტებზე მოდიოდა, რომლის იმპორტის ღირებულებამ 58.084 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უფრო დეტალურად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებული ხორცისა და ხორცის სუბპროდუქტების ძირითადი კატეგორიები ასეთი იყო:
შინაური ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები - 58.084 მლნ აშშ დოლარის 39 575 ტონა;
ახალი, გაცივებული ან გაყინული ღორის ხორცი - 39.548 მლნ აშშ დოლარის 15 084 ტონა;
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცი - 14.014 მლნ აშშ დოლარის 3 164 ტონა;
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ხორცი - 7.313 მლნ აშშ დოლარის 1 301 ტონა;
ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი - 2.460 მლნ აშშ დოლარის 1 918 ტონა;
კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების და სხვა - 1.316 მლნ აშშ დოლარის 1 204 ტონა;
ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, გამომშრალი ან შებოლილი - 858.6 ათასი აშშ დოლარის 65.6 ტონა;
ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 130.5 ათასი აშშ დოლარის 4.1 ტონა;
სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 39.8 ათასი აშშ დოლარის 9.9 ტონა.