Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 85% NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.
შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, პასუხები ასე გადანაწილდა:
• მხარს ვუჭერ - 85%
• ვეწინააღმდეგები - 15%
გარდა ამისა, Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, წინააღმდეგია - 10%.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ არ აკეთებს საკმარისს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს უსაფრთხოება დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში უკეთ უზრუნველყოფილი იქნება.
შეკითხვაზე, რომელ შემთხვევაში იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ უზრუნველყოფილი, დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში, თუ რუსეთთან, შედეგები ასე განაწილდა:
დასავლეთთან - 78%
რუსეთთან - 13%
არცერთთან - 9%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.
საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას - Edison Research
361
|