პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა , გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.
"დღეს, ხელვაჩაურში გამოსვლისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო. ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ინვესტორებისთვის, ტურისტებისთვის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის".