რუსეთში, McDonald's, IKEA, Apple, Volkswagen, Microsoft, Toyota და კიდევ 50 სხვა უცხოური კომპანიის ქონების ნაციონალიზაციას გეგმავენ.
ამის შესახებ გამოცემა "იზვესტია", ორგანიზაცია "მომხმარებელთა საზოგადოებრივი ინიციატივას" თავმჯდომარე ოლეგ პავლოვზე დაყრდნობით იუწყება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად და რუსეთისთვის სანქციების დაწების კვალდაკვალ, რუსულ ბაზარს უმსხვილესი კომპანიები და ბრენდები ერთმანეთზე მიყოლებით ტოვებენ.