რუსეთში „კოკა-კოლა“ აღარ გაიყიდება. ეს ბოლო დღეების ყველაზე ხმაურიანი განაცხადია რუსულ ბაზარზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი კომპანიები რუსულ ბაზარს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ ბაზარს “ნესტლე” დატოვებს.
რუსეთში ასევე ბრენდული ბუტიკებიც იხურება. რუსეთში მასიმო დუტის, ბერშკას, ფულ ანდ ბეარის და ტანსაცმლის სხვა ცნობილი ბრენდების მაღაზიები იხურება. გამოცემა ინფორმაციას ესპანურ ელ პასოზე დაყდრნობით ავრცელებს. საუბარია როგორც ონლაინ მაღაზიებზე, ასევე 502 ბუტიკზე.