კომპანია Coca-Cola-მ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ რუსეთში რებრენდინგი განახორციელა. შესაბამისად, რუსეთში Coca-Cola-ს ეწოდება «Добрый Cola». ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთში Coca-Cola-ს მწარმოებალი კომპანიის "მულტონის" წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე განცხადებით, სახელწოდებას Coca-Cola-თან" ერთად Fanta-ც შეიცვლის და ეწოდება «Добрый Orange», ასევე Schweppes რებრენდინგის შემდეგ «Rich Тоник» ერქმევა. რაც შეეხება Sprite-ს, ის რუსული დახლებიდან დროებით საერთოდ გაქრება. ამას მწარმოებლები ხსნიან იმით, რომ არ იყო რუსულ ბაზარზე მოთხოვნადი.