რუსეთმა ჩინეთისგან სამხედრო და ფინანსური დახმარება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის თხოვნებს შორის, იყო წინასწარ შეფუთული, სამხედრო საკვების ულუფები, რომლებიც აშშ-ში ცნობილია როგორც "მზა საკვები".
როგორც მედია წერს, მოთხოვნა ხაზს უსვამს ძირითად ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რომლებმაც სამხედრო ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების შეფასებით, ხელი შეუშალა რუსეთის პროგრესს უკრაინაში და აჩენს კითხვებს რუსი სამხედროების მზადყოფნაზე.
"ქვედანაყოფები რეგულარულად სცილდებიან თავიანთ კოლონებს და ღია წყაროების ანგარიშებში ნაჩვენებია, რომ რუსი ჯარები შეიჭრნენ სასურსათო მაღაზიებში საკვების საძიებლად",- წერს მედია.
ამასთან, ამავე ინფორმაციით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა გამოხატა გარკვეული ღიაობა რუსეთს უკრაინასთან ომის ფარგლებში მოთხოვნილი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიოს.
რომში შვიდსაათიანი შეხვედრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარმა თანაშემწემ გააფრთხილა მისი ჩინელი კოლეგა "პოტენციური შედეგების შესახებ" ჩინეთისთვის, თუ რუსეთს დაუჭერს მხარს.