საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.
საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაზე საქართველოს სტენდზე წარმოდგენილ იყო: აგროქიზიყი; წყალი მარგებლი; ჩინებული; ანიგოზი; ხონის პლანტაციები; კამპა; ჯიმანათსი და ცეზარი.
აღნიშნულ კომპანიებს მათ მიერ წარმოებული პროდუქტები ჰქონდათ გამოფენაზე გატანილი, ესენია: ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.
მასშტაბური გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციისთვის, Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მიმდინარე წელს, გამოფენა მე-40-ედ ჩატარდა და მასში 40-მდე ქვეყანამ და 400-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 18 000-ს აღწევს. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს - წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას. Saudi Agriculture International Trade Exhibition მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდა.