"ნამახვანჰესის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს ეთიშება.
„რიონის ხეობის მცველებმა“ 17 სექტემბერს ფეისბუკ-პოსტით გამოაცხადეს ეს გადაწყვეტილება და პროცესი, რომელიც 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს, დახურულობის გამო გააკრიტიკეს.
მოძრაობა აცხადებს, რომ ჰესის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.