სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის მეორე ეტაპს აცხადებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის მსურველი ბიზნესისთვის სუბსიდირების მეორე ეტაპი 8 თებევრვლიდან დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება.
„საბანკო სესხების სუბსიდირების პროგრამაში სარესტორნე ინდუსტრიისთვის პირველი შერჩევისას საკმაოდ დიდი ინტერესი იყო და 2000 რესტორანმა მოგვმართა, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური და იურიდიული ნიუანსები, რომლებიც ბევრ რესტორანს ხელს უშლიდა, ჩართულიყო პროგრამაში. გადავხედეთ და გავაანალიზეთ და საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ მეორე შერჩევას.
რესტორნების ახალი შერჩევის ეტაპზე განაცხადების მიღება 8 თებერვლიდან დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება. ყველას, ვინც ამ ხარვეზის გამო ვერ ისარგებლა პროგრამით, შეეძლება ისარგებლოს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რესტორნებისთვის საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირების პროგორამა დეკემბერში დაიწყო.