მადრიდის „რეალი“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელის ამოქმედებას იწყებს. კლუბის ხელმძღვანელობის განმარტებით, ამ ობიექტების მთავარი ღირსება პროდუქტების ხარისხი იქნება.
„რეალი“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ რესტორნების ქსელის მეშვეობით გააფართოვებს საკლუბო ბრენდს მთელ მსოფლიოში.
რესტორნის სახელწოდებაა – UNO By Real Madrid. პირველი ობიექტი 2023 წლის ოქტომბერში მექსიკაში გაიხსნება.