რატომ დაინტერესედა მსოფლიოს წამყვანი წყალმომარაგების კომპანია ,,Aqualia“ საქართველოში ინვესტირებით? - ამის შესახებ ესპანური კომპანია ,,Aqualia“-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა
Aqualia-სთვის ისეთი დინამიკური ქვეყანა, როგორიც საქართველოა ინვესტირების მხრივ დიდი ხნის განმავლობში იყო საინტერესო. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა, კერძოდ - საქართველოს ძალისხმევა, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და წევრი ქვეყანა; საქართველოს ეკონომიკის ბაზარზე ბიზნესის წარმოებისა და ინვესტირების სიმარტივე და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კომუნალური მომსახურების სექტორი სისტემურად განვითარებულია, რაც ინვესტირებისთვის დამატებით სტაბილურ გარემოს ქმნის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით ყველა რეგულაცია თანხვედრაშია ევროკავშირის რეგულაციებთან.
რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების ამჟამინდელ მდგომარეობას და Aqualia-ს სამომავლო გეგმებს, მთავარი გამოწვევა აღნიშნული ქალაქების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობაა, რაც შესაბამისად საჭიროებს განახლებასა და გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია სისტემის გაუმჯობესების მიზნით მოკლე დროში მაქსიმალურად ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ და ამისთვის მზად ვართ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელოთ.
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ქსელის ჯამური სიგრძე 7,000 კილომეტრია და ქსელის დიდი ნაწილი ამორტიზებულია. ვიცით, რომ ჩვენ აბონენტებს ხშირად ექმნებათ დისკომფორტი ქსელების დაზიანებით გამოწვეული წყალმომარაგების შეზღუდვვის გამო. ჩვენი მთავარი გეგმაა ინციდენტების რაოდენობის შემცირება და წყალმოარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საჭიროა წყალმომარაგების ტარიფების დარეგულირება, ისე, რომ სასმელი წყლის ღირებულება მოსახლეობისთვის მისაღები იყოს და პარალელურად წყალმომარაგების სექტორში გაწეული ხარჯების კომპენსირება შევძლოთ.
მომდევნო წლებში მეტად ეფექტური ცვლილებების განსახორციელებლად მეტი ძალისხმევა და ინვესტიცია არის საჭირო. მომავალი სამი წლის განმავლობაში, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სექტორში 400 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. გასათვალისწინებელია, ის რომ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქალაქის განაშენიანების გეგმასთან თანხვედრაში განვითარდეს, რათა თბილისს, რუსთავსა და მცხეთას ჰქონდეს ევროპული ქალაქების მსგავსი წყალმომარაგების სერვისი.
Aqualia-ს საქართველოში გრძელვადიანი გეგმები აქვს. მას შემდეგ რაც მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ თბილისის რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას საქართველოს სხვა ქალაქებშიც განვიხილავთ ოპერირებას.