ლიდერ დეველოპერულ კომპანია არქის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 45 პროექტის მშენებლობა დაასრულა, ხოლო ამ ეტაპზე 22 პროექტს აშენებს. არქის მიმდინარე და დასრულებული საცხოვრებელი სახლები თბილისის ყველა უბანში აქვს, მათ შრორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად უბან გლდანში. აქ ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის, სავაჭრო ცენტრებიდან დაწყებული, სამედიცინო დაწესებულებით დამთავრებული. გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად იზრდება ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნაც, სწორედ ამიტომ ჩვენ მოგიყვებით, რას გთავაზობთ არქი უბან გლდანში.
არქის დასრულებული პროექტები გლდანში
არქის ბინები გლდანში შეგიძლიათ შეიძინოთ ორ დასრულებულ პროექტში:
* არქი გლდანი 2, რომელიც გლდანის ცენტრში, ქერჩის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტიდან რამდენიმე წუთის ფეხით სავალზეა მეტროსადგური „ახმეტელი“ და სავაჭრო ცენტრი „გლდანი სითი მოლი“.
* არქი გლდანი 3, რომელიც გლდანის ცენტრალურ ნაწილში, ახმეტელის თეატრთან, ბოჭორიშვილის 3-ში, მეტროსადგურიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს.
არქის მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსი
არქის მიმდინარე პროექტები თბილისის სხვადასხვა უბანში აქვს, გამონაკლისი არც სწრაფად განვითარებადი გლდანია. ამ ეტაპზე გლდანში ერთი საცხოვრებელი კომპლექსის არქი ახმეტელის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსი აერთიანებს ორ საცხოვრებელ სახლს 23 და 25-სართულიანს, 5 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, დასასვენებელ და საბავშვო გასართობ სივრცეებს. არქი ახმეტელი მოსახერხებელ ადგილას, მეტროსადგურ ახმეტელიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს. კომპლექსს საცხოვრებლად კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მის გარშემო სრულყოფილად განვითაებული ინფრასტრუქტურა. მეტროსადგურის გარდა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ საკვები ობიექტები, სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ და „სითი მოლი გლდანი“, გასართობი ცენტრები, ყოველდღიურობის გასამარტივებლად საჭირო სხვადასხვა დაწესებულებაა. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც წარმოდგენილია ბინების მრავალფეროვანი არჩევანი. არქი ახმეტელის საუკეთესო მდებარეობიდან გამომდინარე არქელებს უბნის დატოვების გარეშე შეეძლებათ სხვადასხვა საჭირო მომსახურება მიიღონ და დაზოგონ დრო.
რა მდგომარეობაში აბარებს არქი ბინებს
არქი მაცხოვრებლებს ნებისმიერ პროექტში ბინას აბარებს პრემიუმ კარკასით, რაც ნიშნავს, რომ ბინაში დაგხვდებათ: იზოთაბაშირით გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი, ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, ცენტრალური დგარები მიყვანილი ბინამდე, დამონტაჟებული გათბობის მილები, აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილები, ელექტროობის გამართული ქსელი და მთავარი შესასვლელი რკინის კარი.
მშენებლობის ხარისხი და ბინის შეძენის პირობები
ლიდერი დეველოპერული კომპანია ყველა პროექტის მშენებლობისას საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებს. მათ შორისაა, გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი. იტონგის ბლოკი შენობაში ტემპერატურას ინარჩუნებს, 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. უმაღლესი ხარისხის მასალებისგან აშენებულ პროექტებში ბინის შესაძენად არქი მომხმარებელს მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს და 12 წლამდე განვადებას სთავაზობს. ბინის შეძენა შეუძლიათ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც პირველადი შენატანის თანხა არ აქვთ, რაც ნიშნავს, რომ არქი ყველას აძლევს შესაძლებლობას ბინის მეპატრონე გახდეს.
არქიში მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფი მომსახურება დახვდებათ. პერსონალური მრჩევლები ყველა დაინტერესებულ ადამიანს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და დაეხმარებიან სასურველი ბინის შერჩევაში, საჭიროების შემთხვევაში კი მათზე მროგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ. არქის პროექტების შესახებ კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22
(რ)